Kedaro Group-მა სასტუმროს მართვა 2026 წლის ივნისში ჩაიბარა და პირველივე თვეში დაიწყო გაყიდვების, მარკეტინგისა და საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია.
“იმ პირობებში, რომ სასტუმრო ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქმის ზარალზე მუშაობდა, ვფიქრობ ეს შედეგი საკმარისად კარგია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მენეჯმენტის გადაბარების პროცესს ერთის მხრივ შეუმჩნევლად ჩაევლო, ხოლო მეორეს მხრივ, დატვირთულობის დინამიკა სწრაფად გაზრდილიყო. მომდევნო თვეებს პოზიტიურად ვუყურებთ და გვაქვს რეალური მოლოდინი, რომ მაქსიმალურ ნიშნულს მივაღწევთ”,- განაცხადა Kedaro Group-ის დამფუძნებელმა, ეკატერინე ჭიღლაძემ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების უმრავლესობა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა:
1. საუდის არაბეთი
2. რუსეთი
3. თურქეთი
4. ყაზახეთი
5. სომხეთი
Gladius Inn თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც სტუმრებს თანამედროვე კომფორტსა და ისტორიული არქიტექტურის უნიკალურ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო გამოირჩევა ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვით და 14 ნომერს აერთიანებს, რაც მას როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტორებისთვის მიზიდულობის ცენტრად აქცევს.



სასტუმროს წარმატებულ შედეგს ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის მზარდი დინამიკაც. 2026 წელს თბილისი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად რჩება, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც სასტუმრო ინდუსტრიაზეც დადებითად აისახება.
Kedaro Group მომავალშიც გააგრძელებს Gladius Inn-ის განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერებას.
ამავე თემაზე:
→“კედარო ჯგუფმა” სასტუმრო Gladius Inn-ის მენეჯმენტი გადაიბარა
→ ისტორია, არქიტექტურა და ბიზნესი – თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმრო იყიდება
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.




