ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • მსოფლიო ///
  • Reuters – კომერციულ უძრავ ქონებაში საერთაშორისო ინვესტიციები 56%-ით გაიზარდა

Reuters – კომერციულ უძრავ ქონებაში საერთაშორისო ინვესტიციები 56%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, კომერციულ უძრავ ქონებაში განხორციელებული საერთაშორისო ინვესტიციების მოცულობა 2026 წლის პირველ ნახევარში 56%-ით გაიზარდა და 71.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წერს Reuters.
Share:

მონაცემები უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია JLL-ის კვლევას ეფუძნება. Cross-border investment ინვესტორის მიერ უძრავ ქონებაში საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ინვესტიციებს გულისხმობს.

შედარებისთვის, ფინანსური და ანალიტიკური კომპანია MSCI-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში გლობალურად უძრავი ქონების საინვესტიციო გარიგებების საერთო მოცულობა წლიურად მხოლოდ 10%-ით გაიზარდა და 604.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

როგორც Reuters განმარტავს, საერთაშორისო ინვესტიციების ზრდა აზიასა და ევროპაში გარიგებების გააქტიურებამ, მათ შორის პრემიუმ კლასის საოფისე უძრავ ქონებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, განაპირობა.

JLL-ის მონაცემებით, აზიაში უძრავ ქონებაში საერთაშორისო ინვესტიციების მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და 19.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ევროპაში 31%-ით გაიზარდა და 39.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სინგაპური კომერციულ უძრავ ქონებაში საერთაშორისო ინვესტიციების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, აქ cross-border გარიგებების მოცულობამ 8.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

„საოფისე სექტორის გააქტიურება კვლავ შეინიშნებოდა“, – განუცხადა Reuters-ს JLL-ის კაპიტალის ბაზრების მიმართულების დირექტორმა ფრეიზერ ბოუენმა. მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ევროპის დიდ ქალაქებში, მათ შორის ლონდონსა და მილანში.

ბოუენის თქმით, უძრავი ქონების ტრანზაქციების მოცულობა საპროცენტო განაკვეთებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ სესხის აღების მკვეთრად გაზრდილმა ხარჯებმა წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, სექტორის აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

წყარო: Reuters

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები

ტეგები