ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

“კედარო ჯგუფმა” სასტუმრო Gladius Inn-ის მენეჯმენტი გადაიბარა

„კედარო ჯგუფი“ საქმიანობის გაფართოების ფარგლებში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის და სასტუმრო Gladius Inn-ის მენეჯმენტს ოფიციალურად იბარებს.
Share:

აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და ემსახურება უძრავი ქონების მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ინტეგრირებას.

კომპანია გეგმავს სასტუმროში თანამედროვე მენეჯმენტის სტანდარტების დანერგვას, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუმართა გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწას.

„კედარო ჯგუფი“ მრავალი წლის განმავლობაში ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით და აერთიანებს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა უძრავი ქონების ექსკლუზიური გაყიდვა, იჯარის მენეჯმენტი, უძრავი ქონების განვითარება, მედია და საგანმანათლებლო საქმიანობა. კომპანიის შეფასებით, სასტუმრო ბიზნესი წარმოადგენს იმ სექტორს, სადაც ეფექტიანი მართვა, მომსახურების მაღალი სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

 „Gladius Inn-ის მენეჯმენტში შესვლა ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. გვჯერა, რომ პროფესიული მენეჯმენტის, თანამედროვე მიდგომებისა და ხარისხზე ორიენტირებული ხედვის მეშვეობით შევძლებთ სასტუმროს შემდგომ განვითარებას და სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნას“, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ეკატერინე ჭიღლაძე.

მისი განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ახალი პროექტების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს „კედაროს“ პოზიციებს უძრავი ქონებისა და ქონების მართვის სექტორში.

„კედარო ჯგუფი“ აგრძელებს საქმიანობის გაფართოებას და სხვადასხვა მიმართულების გაერთიანებით ქმნის მრავალპროფილურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს უძრავ ქონებას, მენეჯმენტს, მედიასა და განათლებას.

Gladius Inn-ის მენეჯმენტში შესვლა ამ განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა.

ამავე თემაზე: ისტორია, არქიტექტურა და ბიზნესი – თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმრო იყიდება

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები