ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

ისტორია, არქიტექტურა და ბიზნესი – თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმრო იყიდება

უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობა თბილისის ისტორიულ უბანში, სადაც ევროპული არქიტექტურა თანამედროვე ურბანული ცხოვრების რიტმს ერწყმის
Share:

მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიულ უბანში, სადაც ევროპული არქიტექტურა თანამედროვე ურბანული ცხოვრების რიტმს ერწყმის, უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობა გაჩნდა.

დავით აღმაშენებლის გამზირზე, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და ტურისტულად აქტიურ უბანში, სარეალიზაციოდ გამოტანილია ისტორიულ შენობაში განთავსებული მოქმედი ბუტიკური ტიპის სასტუმრო.

სახასიათო არქიტექტურა, ქვაფენილი, ნაწილობრივ საფეხმავლო მონაკვეთზე განლაგებული ქუჩის კაფეები, მყუდრო რესტორნები, მცირე ბუტიკები იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს ქმნის, რასაც გრძნობენ ადამიანები და ამ ქუჩაზე განტვირთვისა და კულტურული გამოცდილების მისაღებად იკრიბებიან.

სწორედ ამ უნიკალურ ქუჩაზე, საიდანაც ფეხით სავალ მანძილზეა თბილისის სხვა ცენტრალური ისტორიული უბნები, საკონცერტო დარბაზი, თეატრი, კინო თუ სავაჭრო ცენტრი, იყიდება მოქმედი სასტუმრო. მას ექსკლუზიური უფლებით მართავს უძრავი ქონების და ინვესტირების საბროკერო კომპანია „კედარო ჯგუფი“.

უძრავი ქონება იკავებს ისტორიული შენობის მეორე და მესამე სართულებს.

ბუტიკური სასტუმროს დიზაინიც უბნის ხასიათს ესადაგება და არის სწორედ ის, რასაც თანამედროვე ტენდენციები ვერ ანცვლებს, რასაც მუდმივად ეძებენ სიმყუდროვის, ადგილობრივი ხასიათის და ამასთან, კომფორტის მოყვარული ტურისტები.

სასტუმროში შემდეგი კატეგორიის ნომრებია:

    • Deluxe Double Room – კომფორტული დელუქს ორსაწოლიანი ნომრები
    • Duplex Suite – ორ სართულზე განთავსებული ელეგანტური ლუქსი
    • Standard Double / Twin Room – სტანდარტული ორსაწოლიანი ან ორი ერთსაწოლიანი ნომერი
    • Triple Room – ფართო სამადგილიანი ნომრები

 

სასტუმროს მთლიანი ფართობია – 642კვ/მ. 14 ნომერი ერთდროულად იტევს 40-მდე ადამიანს. ქონების გასაყიდი ფასია -$1,345,000.

ოთახების ინტერიერში, ძველი კლასიკური და ეკლექტური ესთეტიკა თანამედროვე კომფორტს ერწყმის. ყველა ნომერი აღჭურვილია სტუმრებისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

ტერასიდან და აივნებიდან იშლება ხედი ქალაქზე ან გამწვანებულ სკვერზე. შენობაშია ლაუნჯი, ყავის მაღაზია და მარკეტი.

ონლაინ ჯავშნების გლობალურ პლატფორმებზე სასტუმროს მაღალი შეფასებები აქვს, ჰყავს ერთგული უცხოელი მომხმარებლები და წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

 სასტუმრო 2019 წლიდან მოქმედებს და მუდმივად ინარჩუნებს მაღალ ინტერესს, რაც იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეძებს ტურისტულ სექტორში სტაბილურ შემოსავალს.

„კედარო ჯგუფს“ ძველი თბილისის მასშტაბით მაღალი კლასის საინვესტიციო ქონებების შეფასებაში, ყიდვა-გაყიდვასა და მართვაში განსაკუთრებული გამოცდილება აქვს და ზრუნავს, რომ თითოეული ინვესტიცია იყოს უსაფრთხო, გამართული და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული.

პროფესიული კეთილსინდისიერება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მისი გუნდი წარმატებით მართავს რთულ გარიგებებს საერთაშორისო ინვესტორებთან და უკვე მოიპოვა 1 000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტის ნდობა.

აღნიშნული ქონებით დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ეკატერინე ჭიღლაძე, „კედარო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ექსკლუზიური უძრავი ქონების მართვისა და საინვესტიციო მოლაპარაკებების სპეციალისტი 8 წლიანი გამოცდილებით.

ტელ: +995 593 61 81 81, მეილი:

kedarogroup@gmail.com 

 

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები