ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

წარმატებული ინვესტიცია ადგილობრივი კონტექსტის გააზრებით იწყება

საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება შეიძლება ბევრად მარტივი და მომგებიანი იყოს, ვიდრე შორიდან ჩანს, მით უფრო, თუ ადგილობრივ გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობის გზას ირჩევ
Share:

საქართველოში წარმატებული ინვესტიცია ადგილობრივი კონტექსტის გააზრებით იწყება. თავდაპირველად თბილისი და ბათუმი ინვესტორების მთავარი ფოკუსია, თუმცა შემდგომ ხშირად აღმოაჩენენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მრავალფეროვანი ლანდშაფტი – ტბებიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან დაწყებული სამთო სათხილამურო კურორტებით დამთავრებული ერთ პატარა ტერიტორიაზეა მოქცეული.

გაეცნობიან საუკუნოვან კულტურას, ისტორიულ ძეგლებს და ღვინის დაყენების მსოფლიოში უძველეს 8000 წლოვან ტრადიციას. ბუნების, ისტორიისა და კულტურული ტრადიციების ეს კომბინაცია უმეტეს ინვესტორს ახალ შესაძლებლობებს უჩვენებს.  სწორი სტრატეგია, მოთმინება და სანდო პარტნიორი კი უცხოელს აძლევს შანსს საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის ნაწილი გახდნენ გრძელვადიანი პერსპექტივით.

ქონების რეგისტრაციის გამარტივებული სისტემა, შედარებით დაბალი გადასახადები, მზარდი ტურიზმი, ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემო – ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რაც საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ უცხოელებს იზიდავს, თუმცა ქონების შეძენა ავტომატურად წარმატებულ ინვესტიციას არ ნიშნავს.

უცხოელი მყიდველებისთვის სწორი საინვესტიციო ქონების შერჩევა, შეძენის შემდგომ კი მისი მოვლა-პატრონობა დიდი გამოწვევაა. მათ განსაკუთრებით აფიქრებთ, როგორ მართონ ქონება დისტანციურად, როგორ იპოვონ სანდო მოიჯარე, როგორ მოაგვარონ ტექნიკური პრობლემები, ან როგორ მიიღონ რეალური შემოსავალი.

ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოში მშენებარე პროექტში შეიძინა ქონება, თუმცა მომგებიანად გადაყიდვას ვერ ახერხებს, ან იმ ფასად ვერ აქირავებს, რა მოლოდინიც თავდაპირველად ჰქონდა.

სწორად ორიენტირებისთვის არსებობს გამარტივებული გზა – უძრავი ქონების მართვის გამოცდილი ადგილობრივი კომპანია, რომელიც პირველივე წუთიდან სანდო ინფორმაციას მოგაწვდით და ქონების მართვაში დაგეხმარებათ.

უძრავი ქონების ექსკლუზიური მართვისა და ინვესტირების კომპანია „კედარო ჯგუფს“ უცხოელ ინვესტორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი თანამშრომლები არაერთი წელია უცხოელებს ეხმარებიან როგორც ქონების შეძენის, გაყიდვის, ისე მართვის ნაწილში.

ნინო ოსეფაშვილი, „კედარო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, 5 წელზე მეტია უცხოელ კლიენტებთან მოლაპარაკებების მიმართულებას ხელმძღვანელობს. მას ამ სფეროში მრავალმხრივი გამოცდილება აქვს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საელჩოებთან, სახელმწიფო თუ კერძო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით. როგორც ლიცენზირებული თარჯიმანი, ის ქონების გაფორმებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებასაც უზრუნველყოფს.

„უკვე არაერთი წელია უცხოელ კლიენტებთან ვთანამშრომლობ და მათი საჭიროებების შესახებ საკმაო ცოდნა დავაგროვე. პირველ რიგში უცხოელს სჭირდება სანდო ადგილობრივი კომპანია. ჩვენი კავშირები, მუდმივი დამკვეთები, მათი რეკომენდაციები უკვე ერთგვარი გარანტორია, რომ როცა საქმე დიდ თანხებს ეხება, მათ ქონებას საფრთხე არ დაემუქრება“, – ამბობს ნინო ოსეფაშვილი.

რაც შეეხება ქონების შეძენის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას – უძრავი ქონების მართვას, ამ საქმეში გამოცდილი სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს გამოწვევა უცხოელი მფლობელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხშირად საქართველოში არ იმყოფებიან.

„ჩვენი პროფესიონალური მენეჯმენტი უზრუნველყოფს ბინის გრძელვადიან გაქირავებას, ტექნიკურ მოვლას და ფინანსური ანგარიშგების წარმოებას. სწორედ ეფექტური მართვა განსაზღვრავს ინვესტიციის რეალურ შემოსავლიანობას“, – აცხადებს ნინო ოსეფაშვილი.

მისი განმარტებით, პრაქტიკაში უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეარჩიოს უძრავი ქონების მართვის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც შეძენის პროცესს, ასევე შემდგომ ფუნქციონირებას.  კომპანიის შერჩევისას ინვესტორმა ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე ფაქტორს:

·       კომპანიის გამოცდილებას და განხორციელებულ პროექტებს

·       სრულ სერვისს – კონსულტაციიდან ქონების მართვამდე

·       კომპანიის იურიდიულ გამჭვირვალობას

·       მომხმარებელთა რეალურ რეკომენდაციებს

რა საფრთხეებს, რისკებს შეიძლება შეეჩეხოს უცხოელი საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას, თუ მანამდე კარგად არ მოიკვლია ინფორმაცია ან არ შეარჩია სანდო პარტნიორი კომპანია, ნინო ოსეფაშვილი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს:

·       დაუდგენელი სამართლებრივი სტატუსის მქონე ქონება,

·       არასანდო დეველოპერი ან შუამავალი

·       გადაუმოწმებელი შემოსავლიანობის დაპირებები

·       ქონების არასწორი მენეჯმენტი

„ამიტომ რეკომენდებულია იურიდიული შემოწმება, ბაზრის ანალიზი და პროფესიონალური საინვესტიციო კონსულტაცია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, – აღნიშნავს საერთაშორისო მოლაპარაკებების სპეციალისტი.

კითხვაზე, თუ რამდენად მარტივია დისტანციურად უძრავი ქონების შეძენა საქართველოში და რა გზებია გასავლელი, ნინო ოსეფაშვილი განმარტავს, რომ დისტანციურად ქონების შეძენა ნოტარიული მინდობილობის საფუძველზეა შესაძლებელი. ასეთ დროს თავად ინვესტორი ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მის ნაცვლად აფორმებს ხელშეკრულებას და არეგისტრირებს ქონებას საჯარო რეესტრში.

„პრაქტიკაში ბევრი უცხოელი ინვესტორი სწორედ ამ გზით ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში“, – აღნიშნავს იგი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ საქართველოში შეიძინონ საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება სრული საკუთრების უფლებით. ერთადერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწას.

რაც შეეხება უცხოელის მიერ საქართველოში ქონების შეძენისას საჭირო დოკუმენტებს, „უცხოელს, როგორც წესი, სჭირდება მხოლოდ პასპორტი. ნასყიდობის ხელშეკრულება ითარგმნება ინგლისურ ენაზე, რისი უზრუნველყოფა ჩვენ „კედარო ჯგუფშიც“ შეგვიძლია, რადგან  ქონების ექსპერტთან ერთად ასევე  ვარ ლიცენზირებული თარჯიმანი.  შემდეგ კი ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში“, – განმარტავს ნინო ოსეფაშვილი.

თუ საქმე ეხება მშენებარე პროექტს, აუცილებელია დეველოპერის რეპუტაციის შემოწმება, ასევე ქონების შეძენამდე    საჯარო რეესტრში სამართლებრივი სტატუსის გადამოწმება. პრაქტიკაში რეგისტრაცია შესაძლებელია ერთ სამუშაო დღეში დასრულდეს და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი სწორედ ამ სიმარტივის გამოც არის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში.

საქართველოში საგადასახადო სისტემა შედარებით მარტივია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველო ხშირად მიიჩნევა საინვესტიციოდ სასურველ ბაზრად. თუ ქონება ფიზიკურ პირზეა რეგისტრირებული და გაქირავებულია, შემოსავალი იბეგრება მხოლოდ 5%-იანი გადასახადით (გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში). კომერციული ფართის შემთხვევაში – 20%-იანი გადასახადით.

ბევრი ინვესტორი არჩევანის წინაშე დგას: მშენებარე პროექტი თუ უკვე დასრულებული ქონება? რა არის თითოეულის უპირატესობა და რომელი სტრატეგია მუშაობს უკეთ საქართველოს ბაზარზე? ამ დილემასთან დაკავშირებით, ნინო ოსეფაშვილი განმარტავს, რომ ორივე ვარიანტს თავისი უპირატესობა აქვს. 1. მშენებარე პროექტი – უფრო დაბალი ფასი და კაპიტალის ზრდის პოტენციალი დასრულების შემდეგ. 2. დასრულებული ქონება – ინვესტორი დაუყოვნებლივ იწყებს შემოსავლის მიღებას.

რომელი უფრო რენტაბელურია – საცხოვრებელი უძრავი ქონება თუ კომერციული ფართი, სასტუმრო თუ საინვესტიციო ნაკვეთი? უძრავი ქონების სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია ინვესტორის სტრატეგიაზე: საცხოვრებელი ბინები უფრო სტაბილური და მარტივად გასაქირავებელია. კომერციული ფართი ხშირად იძლევა უფრო მაღალ სარგებელს, თუმცა მოითხოვს მეტ კაპიტალს და სწორ ლოკაციას. სასტუმრო მომგებიანი ინვესტირებაა რადგან საქართველო ტურისტულად მომხიბვლელი ლოკაციაა, თუმცა მოითხოვს შესაბამის ცოდნას.  საინვესტიციო მიწა კარგია გრძელვადიანი სტრატეგიისთვის. „პრაქტიკაში, უცხოელი ინვესტორების დიდი ნაწილი იწყებს საცხოვრებელი ბინებით, როგორც შედარებით უსაფრთხო მოდელი“, – აღნიშნავს ნინო ოსეფაშვილი.

საქართველოში გაქირავების შემოსავალი კონკურენტულად ითვლება ბევრ ევროპულ ბაზართან შედარებით. თბილისის და ბათუმის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონების წლიური გაქირავების შემოსავალი დაახლოებით 7–10%-ია, რაც დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, ქონების ტიპსა და მართვის ხარისხზე.

რაც შეეხება ლოკაციას, საქართველოს რომელი ქალაქები ან უბნებია დღეს ყველაზე საინტერესო უცხოელი ინვესტორებისთვის დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნაა თბილისსა და ბათუმზე.  ნინო ოსეფაშვილის თქმით, უცხოელებისთვის თბილისი უფრო საინტერესოა სტაბილური გრძელვადიანი გაქირავებისთვის და ბიზნეს აქტივობისთვის. ბათუმი პოპულარულია ტურისტული გაქირავების და სეზონური შემოსავლისთვის.

 „კედარო ჯგუფის“ შესახებ

„კედარო ჯგუფი“ არის უძრავი ქონების წამყვანი კომპანია, რომელსაც მაღალი კლასის საინვესტიციო ქონებების შეფასებაში, ყიდვა-გაყიდვასა და მართვაში განსაკუთრებული გამოცდილება აქვს.

კომპანია ზრუნავს, რომ თითოეული ინვესტიცია იყოს უსაფრთხო, გამართული და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული.

„კედარო ჯგუფი“ არის რეპუტაციასა და შედეგებზე ორიენტირებული კომპანია. პროფესიული კეთილსინდისიერება მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კომპანიის სპეციალისტები 5 წელზე მეტია მართავენ რთულ გარიგებებს საერთაშორისო ინვესტორებთან და უკვე მოიპოვეს 1 000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტის ნდობა.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები