ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

ავიაკომპანია Eurowings-ის ახალი მიმართულება თბილისი-კიოლნი ტურიზმს გააძლიერებს

2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს.
Share:

2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ ახალი მიმართულების, კიოლნი-თბილისი-კიოლნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზრისთვის.

„ეს სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის აეროპორტისთვის, რომელიც მიმართულება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და განვითარებას“, – განაცხადა მოსეშვილმა.

Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2021 წელს დიუსელდორფიდან დაიწყო, მომდევნო წელს კი – შტუტგარტი-თბილისის მიმართულება დაამატა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას: BASIC, SMART და BIZclass, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი.

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

 

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები