ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი თბილისში 11.7%-ით გაიზარდა, ბათუმში + 36.3%

მიმდინარე წელს იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა და თითქმის 3000 შეადგინა, ბაზრის ზომა 11.7%-ით გაიზარდა
Share:

2026 წელი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის განსხვავებული დინამიკით დაიწყო: თბილისში ფასები კვლავ სტაბილურად იზრდება, მაშინ როცა ბათუმში მკვეთრი ზრდა ფიქსირდება როგორც რაოდენობრივ, ისე პროცენტულ მაჩვენებლებში.

უძრავი ქონების კვლევითი ორგანიზაცია Colliers Georgia-ს უახლესი – 2026 წლის იანვრის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წელს იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა და თითქმის 3000 შეადგინა. ბაზრის ზომა 11.7%-ით, 232 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარში, თბილისში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდა ახალაშენებული ბინების მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა, ხოლო პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.

+1.4%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ ბაზარი არ არის მკვეთრი ზრდის ფაზაში, ამასთან ზრდა ძირითადად მეორეულ ბაზარზე მოდის, შესაბამისად, კლიენტი მაინც უფრო დასრულებული პროექტებისკენ იხრება. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი პროექტების 1.4%-იანი ზრდა ნიშნავს – ბაზარი დიდწილად ახალ ბინებზეა ორიენტირებული.

თუ გადავხედავთ 2026 წლის იანვარში თბილისში ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასს, 2025 წლის იანვართან შედარებით, ფასების დინამიკა ასეთია:

ახალაშენებული ბინები:

·       გარეუბნები: +10.4%

·       ქალაქის ცენტრი: +12.5%

·       ფართო ცენტრი: +20%

ძველი ბინები:

·       ქალაქის მასშტაბით: +8%

·       გარეუბნები: +3.8%

·       ფართო ცენტრი: +7.8%

·       ქალაქის ცენტრი: +8.7%

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 19.2%-ით მოიმატა, რაც დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებულმა რეგისტრაციამ განაპირობა. ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე მხოლოდ 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბათუმს, 2026 წლის იანვარში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იანვართან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა და 1,293-ს მიაღწია. ბაზრის ზომა 36.3%-ით, 77 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, ბათუმში 2026 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,316 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ბათუმში 2026 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 27.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი იგივე დარჩა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად – 55.6%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე პროექტში ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი მხოლოდ 3.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მეორეულ ბაზარზე ქართველი მყიდველების რაოდენობამ იკლო და უცხოელი მყიდველების რაოდენობას ჩამორჩა.

2026 წლის იანვრის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ორ მთავარ ურბანულ ცენტრში უძრავი ქონების ბაზარი განსხვავებულ ფაზებში იმყოფება: თბილისი ფასების ზრდის სტაბილურ ფაზაშია, სადაც მოთხოვნა შედარებით დაბალ რისკიან სეგმენტზე კონცენტრირდება, ბათუმი  კი ზრდის დაჩქარებულ ეტაპზეა, სადაც პირველადი ბაზრის აქტივობა და უცხოური ინვესტიციების წილი იზრდება.

საინტერესოა ისიც, რომ თბილისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ბაზრის მოცულობამ 11.7%-იანი ზრდა აჩვენა. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ბაზარზე საშუალო ტრანზაქციის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ფასების მატებასა ან და შესაძლოა, უფრო მაღალი სეგმენტის ბინებზე კონცენტრაციას გულისხმობს.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო

წყარო: Colliers Georgia

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები