ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

ნაძალადევის რაიონში გზის ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება

თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს გზის ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
Share:

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს გზის ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.

თბილისის მერის ინფორმაციით, გურამიშვილის პირველი ჩიხის ნომერ 70-თან დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მოსამზადებელი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა ბორდიურები, შესაბამისობაში იქნება მოყვანილი გზის აღნიშნული მონაკვეთი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, რაიონული გამგეობები მსგავსი ტიპის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებენ.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები