ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველო აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის – ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება.
გამოფენა 2026 წლის 26-28 მაისს ჩინეთში, შანხაიში, გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გასულ წელს, ITB CHINA-ს გამოფენას ჯამში 21 000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




