აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მან მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა გამოიკვლიოს ყველა ახალი შენობა, რომელიც ექსპლუატაციაშია მიღებული და შეამოწმონ მისი სახანძრო უსაფრთხოება.
„დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობაში, ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სახანძრო სისტემები, პირობითად შეიძლება იყოს გენერატორი, ან გამწოვი სისტემები, მას შემდეგ, რაც ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება, არიან უპასუხისმგებლო კომპანიები, უპასუხისმგებლო ადამიანები, როდესაც ამ აგრეგატებს, ამ გამწოვ სისტემებს ისევ ხსნიან. ეს არის უდიდესი პრობლემა. გამოდის, რომ იმისთვის, რომ შენობა-ნაგებობა მიიღონ ექსპლუატაციაში, ქირაობენ ამ მნიშვნელოვან აგრეგატებს, გამწოვ სისტემებს, როდესაც მუნიციპალური ინსპექცია მიდის შესამოწმებლად, ყველაფერი კარგად არის, ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, შემდეგ ეს უპასუხისმგებლო დეველოპერი იქნება თუ მშენებელი, ხსნის ამ აგრეგატებს და უბრუნებენ პატრონს. იქ მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, აგრძელებენ ცხოვრებას საფრთხის ქვეშ. წარმოუდგენელია აღნიშნული დამოკიდებულება და ასე გაგრძელება. რაღაც რომ მოხდეს, მერე ყველა დაიწყებს საუბარს, რომ დამნაშავეა მერია“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ ვიცე-მერს, შესაბამის სამსახურებთან ერთად, კატეგორიული ზომების მიღება დაავალა. მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, იმუშავებენ კანონმდებლებთან ერთად და შესაძლოა, ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის დონეზე ავიდეს.
„თუ იკვეთება კონკრეტული თაღლითური კომპანიები, ან თაღლითი ფიზიკური პირები, ასეთ კომპანიებს და ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ, ამას მოყვება მკაცრი რეაგირება. უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. თუ გასამკაცრებელია კანონი, გავამკაცროთ, და რაც საჭიროა გაკეთდეს“, – აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ლიკა კასრაძე.
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
- მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
- დაგვირეკეთ: +995 593618181
- ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




