საქართველოს სტატისტიკის ერონვული სამსახურის ინფორმაციით, ერთ წელიწადში თბილისში: მწვანე კარკასი 107 ლარით, თეთრი კარკასი – 18 ლარით, ხოლო შავი კარკასი 86 ლარით გაძვირდა.
2026 წლის I კვარტალში ბინების 1 მ²-ის მედიანური ღირებულება კარკასული მდგომარეობის მიხედვით ასე გამოიყურება:
მწვანე კარკასი – 4,395 ლარი
თეთრი კარკასი – 3,600 ლარი
შავი კარკასი – 3,322 ლარი
ერთი წლის წინ, ანუ 2025 წლის I კვარტალში, ფასები ასეთი იყო:
მწვანე კარკასი – 4,288 ლარი
თეთრი კარკასი – 3,582 ლარი
შავი კარკასი – 3,236 ლარი
ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირადღირებული უბნებია მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში მაღალი ფასები ასევე ფიქსირდება მთაწმინდაში, ვაკესა და დიდუბეში. შედარებით ხელმისაწვდომი ფასები კი გლდანში, სამგორსა და ნაძალადევშია.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები კვარტალურად 1.8%-ით, წლიურად 3%-ით, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით – 62.3%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის I კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) გამოაქვეყნა.
RPPI მხოლოდ თბილისს მოიცავს და ასახავს ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს როგორც ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში.
საქსტატის თანახმად, ბინების ფასი 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 59.8%-ით არის გაზრდილი, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 3.3%-ით, ხოლო კვარტალურად 2.0%-ით.
რაც შეეხება კერძო სახლებს, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ფასები 66.6%-ით არის გაზრდილი, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 1.8%-ით, ხოლო კვარტალურად 1.1%-ით.
RPPI-ისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარება აჩვენებს, რომ ბოლო წლებში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდა ზოგად ინფლაციას უსწრებს, ანუ უძრავი ქონების ღირებულება უფრო სწრაფად იმატებს.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ავტორი: ლიკა კასრაძე:
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.




