საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება პრაქტიკული გამოყენების, მოგების, რისკების, სამართლებრივი მიდგომების მხრივ განსხვავდება. საქართველოში, ხშირად, ქონების შეძენისას ეს განსხვავებები ინვესტორებისა და კლიენტების მხრიდან ნაკლები ინფორმირებულობის გამო უგულებელყოფილია, შემდგომში კი გრძელვადიან პერსპექტივაში შეცდომა ძვირი ჯდება.
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის შეძენა ჯობია თუ კომერციულის, „კედარო ჯგუფის“ უძრავი ქონების ექსპერტები ინდივიდუალურად დაგეხმარებიან და სწრაფად გაგარკვევენ ნიუანსებში. მანამდე კი თვალი გადაავლეთ სტატიას, რომელიც საჭირო ფაქტების ნაკრებს გთავაზობთ.
პრაქტიკული განსხვავებები
საცხოვრებელი ქონება: მასში შედის აპარტამენტები, სახლები, ვილები, აგარაკები, ბინები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.
კომერციული: გამოიყენება ბიზნესისთვის, საოფისედ, საწყობად, სავაჭრო სივრცედ, მაღაზიებისთვის, ჯანდაცვის თუ საბანკო სერვისებისთვის და სხვ.
სამართლებრივი ჩარჩო
რიგ ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება სხვადასხვა სამართლებრივი მიდგომებით რეგულირდება. საქართველოში კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენისას იურიდიული განსხვავებები არ არის, თუმცა ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს.
მაგალითად, კანონები კომერციული ობიექტებისთვის უფრო მკაცრია ბიზნეს საქმიანობის და გარემოზე ზემოქმედების მოთხოვნებიდან გამომდინარე. საცხოვრებელი ქონების მარეგულირებელი კანონმდებლობა უფრო მარტივია, მაგრამ მაინც მოითხოვს იურიდიული კუთხით ყურადღებას. კომერციული გარიგებები უფრო დიდ ინვესტიციებს, ხანგრძლივ კონტრაქტებს და მეტ მოლაპარაკებებს გულისხმობს.
ფინანსები და გადასახადები
საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას არ არის დაწესებული რაიმე გადასახადი. ქონების შემსყიდველი პირი საჯარო რეესტრში მხოლოდ მოსაკრებელს იხდის: 4 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი, განცხადების შეტანის დღეს -350 ლარი, ერთ სამუშაო დღეში -270 ლარი.
რაც შეეხება წლიურ გადასახადს, ის ეხება ფიზიკურ პირებს, მათ შორის, მეწარმეებს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობენ დასაბეგრ ქონებას და მათი ოჯახის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავალი აჭარბებდეს 40 000 ლარს. ან, იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დასაბეგრ მიწას, მაშინ მიღებულ შემოსავალს მნიშვნელობა არ აქვს. განაკვეთი განსხვავდება და მერყეობს 0.2%-1%-ის ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია გადასახადების შესახებ მოცემულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე: https://www.rs.ge/ . ასევე, საგადასახდო ორგანოში აღრიცხვის შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის გაქირავება 5%-ით იბეგრება, კომერციულის კი 20%-მდე.
იმ შემთხვევაში კი, თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელი ფართის რეალიზაციას ახდენს მისი შეძენიდან 2 წლის შემდეგ, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო 2 წლის გასვლამდე რეალიზაციის შემთხვევაში იხდის რეალიზაციით მიღებული მოგებიდან 5%-ს. საქართველოში კომერციული ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, როგორც წესი, ექვემდებარება 20%-იან საშემოსავლო (მოგების) გადასახადს, თუ გამონაკლისი არ მოქმედებს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ აპირებთ ქონების შეძენას ბანკის დახმარებით, კომერციულ სესხებს ხშირად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და პირად გარანტიებს საჭიროებენ. საცხოვრებელ ქონებაზე იპოთეკური სესხი, როგორც წესი, წლიური 11-12 პროცენტიდან იწყება და დამოკიდებულია გარემოებებზე.
რისკები
რაც შეეხება რისკებს, თუკი ქვეყნის გარე და შიდა ფაქტორებზე საცხოვრებელი უძრავი ქონება უფრო მეტად რეაგირებს, კომერციული სეგმენტი უფრო სტაბილური რჩება. (იხილეთ სტატია). უფრო კონკრეტულად, კომერციულ უძრავი ქონების ბაზარი ნაკლებად ექვემდებარება ემოციურ მოლოდინებს და უფრო მეტად ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა აწყობილი. თუნდაც 2025 წელს დინამიკა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი იყო. მოთხოვნა კონცენტრირდა მცირე და საშუალო ზომის ფართებზე, ხოლო ლოკაცია ფასის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად დარჩა.
გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართის ქირაობისას დამქირავებელი უფრო მეტად არის სამართლებრივად დაცული, კომერციული გარიგებები მეტად მოქნილია, თუმცა მოიჯარე ნაკლები სამართლებრივი დაცვით სარგებლობს.
შემოსავლის პოტენციალი/ხარჯი
საცხოვრებელი უძრავი ქონება, როგორც წესი, ზომიერ, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს გამოიმუშავებს. კომერციული უძრავი ქონება ხშირად უფრო მაღალ ყოველთვიურ შემოსავალს იძლევა კვადრატულ მეტრზე, განსაკუთრებით საცალო, ოფისებისა და ლოჯისტიკური სივრცეებისთვის კარგ ლოკაციებზე. იჯარა, როგორც წესი, გრძელვადიანია.
საცხოვრებელ ფართებს უფრო დაბალი შემოსავალი და მოვლა-პატრონობის ხარჯები აქვთ. ხარჯები ძირითადად მოიცავს რემონტს, კომუნალურ გადასახადებს (თუ მათ მფლობელი ფარავს), ქონების მართვას და ხანდახან თავისუფალ პერიოდებს. კომერციული ფართები უფრო მაღალ საოპერაციო ხარჯებს მოიცავს: მოწყობის მოთხოვნებს, ბიზნეს რეგულაციების დაცვას, საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობას და მოიჯარის გასვლის შემთხვევაში გადაქირავებას მეტი დრო სჭირდება.
პრაქტიკაში, საცხოვრებელი ფართის მართვა გამოუცდელი ინვესტორებისთვის უფრო ადვილია, ხოლო კომერციული ფართის მართვა უფრო მეტ ფინანსურ რეზერვს მოითხოვს.
ამასთან, საცხოვრებელი ფართის იჯარის შემოსავალი ხშირად იბეგრება 5%-იანი ფიქსირებული განაკვეთით, სათანადოდ დეკლარირების შემთხვევაში. კომერციული იჯარის შემოსავალი, როგორც წესი, განიხილება, როგორც ბიზნეს შემოსავალი, რაც უფრო მაღალ საგადასახადო ვალდებულებებს ექვემდებარება (20%-მდე მოგების გადასახადი, ტიპის მიხედვით).
გასათვალისწინებელია, რომ სასტუმროს ტიპის აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში გადასახდელია ყოველთვიური მოსაკრებელი, ასევე სასტუმროს აპარტამენტის ნომრის მფლობელისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული ფასები კომუნალურ გადასახადზე.
დასკვნა
საბოლოოდ, რომ შევადაროთ – საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი უპირატესობებია: ნაკლები ფინანსური რისკები, მარტივად რეალიზაცია, მარტივად გაქირავება განსაკუთრებით ურბანულ და ტურისტულ ზონებში, გაყიდვისას დაბალი გადასახადი. კომერციული უძრავი ქონების ძირითადი უპირატესობებია: გრძელვადიანი შემოსავლების გაზრდა, მეტი შემოსავალი. უფრო მოკლედ – საცხოვრებელი ქონების რისკი უფრო დაბალია, მაგრამ შემოსავლები შეზღუდულია. კომერციული რისკი უფრო მეტი, მაგრამ შემოსავლის პოტენციალი უფრო ძლიერია.
საბოლოოდ, საცხოვრებელი თუ კომერციული უძრავი ქონების შეძენა და მართვა უნიკალურ სირთულეები აერთიანებს. მცოდნე უძრავი ქონების აგენტის კონსულტაცია კი ყველა იურიდიულ ნიუანსში გარკვევას და ფინანსური ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
- მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
- დაგვირეკეთ: +995 593618181
- ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




