ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა და მოცულობა მცირდება

სტატიაში განხილულია თბილისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობისა და მოცულობის შემცირების ტენდენცია, წარმოდგენილია 2025–2026 წლების შედარებითი მონაცემები და ნაჩვენებია ნებართვების დინამიკა წლების მიხედვით.
Share:

თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული როგორც სამშენებლო ნებართვების რაოდენობა, ისე სამშენებლო ნებართვების ფართობი მცირდება.

2026 წლის მარტში ნებართვა მხოლოდ 17 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა და მათმა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 150,241 კვ.მ შეადგინა. 2026 წლის მარტში გაცემული ნებართვების ჯამური ფართობი 6.7%-ით ნაკლებია 2025 წლის მარტთან შედარებით.

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეექვსე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია.

თუ თბილისში წლების მიხედვით საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობის დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სამშენებლო ნებართვების რაოდენობამ პიკს 2016 წელს მიაღწია – 343 ნებართვა, რის შემდეგაც ბაზარი შედარებით სტაბილურ ფაზაში გადავიდა.

ბოლო წლებში კი მკაფიოდ იკვეთება კლების ტენდენცია: 2023 წელს გაიცა 258 ნებართვა, 2024-ში – 233, ხოლო 2025-ში – 208. კვარტალურ ჭრილშიც იგივე ტენდენციაა – 2025 წლის პირველ კვარტალში გაიცა 42 ნებართვა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ – 35.

რაც შეეხება მოცულობას, 2025 წლის პირველ კვარტალში ნებართვების მოცულობა 341 000 კვ.მ-ს შეადგენდა, ხოლო 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში 239 000 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც 29.9%-იან კლებას ნიშნავს.

წყარო: Galt & Taggart

სურათი შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები