ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1

როგორია თბილისში უძრავი ქონების ფასები, გაყიდვები, მოთხოვნა

სტატიაში წაიკითხავთ: როგორია თბილისში კვადრატული მეტრი ბინის ფასი, გაყიდვები, ბაზრის დინამიკა და უბნების მიხედვით განაწილება.
Share:

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე წელს $1,403 დოლარს აღწევს, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით $73 დოლარით მეტია, ხოლო 2024 წელთან შედარებით – $132 დოლარით მეტი.

საშუალო ქირა კვ/მ-ზე დაახლოებით $9.9 დოლარამდეა. ყველაზე ძვირადღირებული უბნები კვლავ ვაკე და მთაწმინდაა.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა ანგარიში: „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება, მარტი 2026“, რომელიც ბაზრის ძირითად ტენდენციებს ასახავს.

ტრანზაქციები და ბაზრის მოცულობა

2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად +23.1%-იანი მატებაა.

გაყიდვები და ბაზრის დინამიკა

2026 წლის მარტში, თბილისში ჯამურად 4,121 ბინა გაიყიდა, 2024 წლის მარტი2,992 ბინა, 2025 წლის მარტი — 3,139 ბინა.

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 26.9%-ით გაიზარდა და 2,068 შეადგინა (პირველ კვარტალში +15.1% წ/წ). პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 36.0%-ით გაიზარდა და 2,053-ს მიაღწია (პირველ კვარტალში +16.6% წ/წ).

კვლევის თანახმად, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე თვის ჭრილში შენელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წლიურად 8.6%– იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში წლიური +16.9%. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.

ფასების ტენდენცია

2026 წლის მარტში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1,403 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენებული), ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 1,305 აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი შეადგენდა 1,271 აშშ დოლარს კვადრატულ მეტრზე, ხოლო 2025 წლის მარტში – 1,330 აშშ დოლარს კვადრატულ მეტრზე.

ქირა

2026 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი კვადრატულზე დაახლოებით 9.9 აშშ დოლარია, ქირის ამონაგებმა კი – 8.5%.

ქირის ბაზარი ბოლო წლებში შედარებით სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს. 2024 წლის მარტში საშუალო ქირის ფასი შეადგენდა 9.9 აშშ დოლარს კვადრატულ მეტრზე, 2025 წლის მარტში მცირედით შემცირდა 9.5 დოლარამდე, ხოლო 2026 წლის მარტში კვლავ გაიზარდა და 9.9 დოლარს დაუბრუნდა.

2026 წლის მარტში ქირის შემოსავლიანობა ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება: ანკარა – 9.6%, ასტანა – 8.7%, თბილისი – 8.5%, ტაშკენტი – 8.3%, ერევანი – 7.1%, ბაქო – 5.4%, კიშინიოვი – 5.4%, რიგა – 4.3%, სოფია – 4.2%, ბუქარესტი – 4.2%, ვილნიუსი – 3.9% და ტალინი – 3.6%.

უბნების მიხედვით განაწილება

თბილისში 2026 წლის მარტში ბინების გაყიდვები უბნების მიხედვით ასე ნაწილდება: საბურთალო – 899 ბინა, დიდი დიღომი – 812 ბინა, სამგორი – 541 ბინა, გლდანი – 396 ბინა, კრწანისი – 332 ბინა, ისანი – 310 ბინა, დიდუბე – 272 ბინა, ნაძალადევი – 239 ბინა, ჩუღურეთი – 97 ბინა, ვაკე – 95 ბინა, მთაწმინდა – 78 ბინა და ვაშლიჯვარი – 50 ბინა.

დედაქალაქში 2026 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასები 1 კვ/მ-ზე უბნების მიხედვით, ასეთია: ვაკე – 2,933 $/მ², მთაწმინდა – 2,883 $/მ², ჩუღურეთი – 2,200 $/მ², კრწანისი – 1,678 $/მ², საბურთალო – 1,658 $/მ², დიდუბე – 1,441 $/მ², ისანი – 1,399 $/მ², ნაძალადევი – 1,205 $/მ², დიდი დიღომი – 1,142 $/მ², გლდანი – 1,117 $/მ², სამგორი – 1,109 $/მ² და ვაშლიჯვარი – 1,029 $/მ².

საშუალო ქირის ფასები უბნების მიხედვით: ვაკე – 14.3 $/მ², მთაწმინდა – 12.3 $/მ², საბურთალო – 11.5 $/მ², კრწანისი – 10.6 $/მ², ჩუღურეთი – 9.9 $/მ², ისანი – 9.8 $/მ², დიდუბე – 9.7 $/მ², ნაძალადევი – 9.3 $/მ², ვაშლიჯვარი – 8.8 $/მ², დიდი დიღომი – 8.6 $/მ², გლდანი – 8.4 $/მ² და სამგორი – 8.2 $/მ².

გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით 2026 წლის პირველ კვარტალში ასე ნაწილდება: საქართველოს მოქალაქეები დაახლოებით 70%-ს შეადგენენ, ისრაელის მოქალაქეები – 12%-ს, რუსეთის მოქალაქეები – 3%-ს, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეები ჯამურად დაახლოებით – 14%-ს.

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი ბოლო წლებში კლების ტენდენციას აჩვენებს: 2023 წელს იგი დაახლოებით 85%-ს შეადგენდა, 2024 წელს 80%-მდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს დაახლოებით 76%-ს გაუტოლდა.

წყარო: Galt & Taggart

ავტორი: ლიკა კასრაძე

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
– მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
– დაგვირეკეთ: +995 593618181
– ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო.

შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები