კონკრეტულად კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 29.3%-ით მაღალია.

თვალი გადავავლოთ საქასტატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშს – მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ივნისი:
2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.9 პროცენტით.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.8 პროცენტით.
წყარო: საქსტატი

საინტერესოა, კონკრეტულად რა კომპონენტები იწვევს მშენებლობის ღირებულების ზრდას?
როგორც წესი, მშენებლობის გაძვირებას ხშირად ავტომატურად სამშენებლო მასალების ფასებს მიაწერენ ხოლმე, თუმცა ანგარიში სხვა სურათს აჩვენებს: წლიურ ჭრილში ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 16.6 პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.9 და 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წლიურად სამშენებლო მასალების ღირებულება კი მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა.
წყარო: საქსტატი

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშენებლობის ღირებულების 29.3%-იანი ზრდა არ ნიშნავს, რომ ბინის გასაყიდი ფასიც იმავე პროცენტით უნდა გაზრდილიყო. მშენებლობის თვითღირებულება უძრავი ქონების საბოლოო ფასის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია . ამას ემატება მიწის ფასი, ფინანსირების ხარჯი, პროექტის ტიპი, ლოკაცია, დეველოპერის მარჟა და ბაზარზე არსებული არაერთი მოთხოვნა.
თუმცა ერთი დასკვნა ნამდვილად შეგვიძლია გავაკეთოთ: როდესაც მშენებლობის ხარჯი 2022 წელთან შედარებით თითქმის 30%-ით არის გაზრდილი, ეს ახალაშენებული უძრავი ქონების ფასზე შესაბამისადაც აისახებოდა.
წყარო: საქატატი
ავტორი: ლიკა კასრაძე
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
დაგვირეკეთ: +995 593618181
ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო



