ორშაბათი, სექტემბერი 07, 2026
Patern 1

ინვესტიციები / ბაზრის ანალიზი

Patern 1
  • მთავარი ///
  • მსოფლიო ///
  • უძრავი ქონების აგენტი მსოფლიოში სასურველ საქმიანობებს შორის მეორე ადგილზეა

უძრავი ქონების აგენტი მსოფლიოში სასურველ საქმიანობებს შორის მეორე ადგილზეა

Share:

რომელი საქმიანობა აინტერესებს დღევანდელ რეალობაში ადამიანთა უმეტესობას – ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია. სხვადასხვა კვლევა მიანიშნებს, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების გამო ახალი პროფესიების გაჩენის მიუხედავად, კვლავ დიდია დაინტერესება უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის მიმართ.

მოთხოვნადი პროფესიების კუთხით, საინტერესო კვლევა შემოგვთავაზა Resume.io -მ, რომელიც მზა შაბლონებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით CV/რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების შესაქმნელი პლატფორმაა. კარიერის საკითხებში ექსპერტებმა პლატფორმის საძიებო სისტემის კვლევისას 170 ქვეყნის მონაცემები დაამუშავეს, რათა სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული, საოცნებო, საქმიანობა გამოევლინათ.

კვლევის აღწერაში ნათქვამია, რომ „პილოტი“ მსოფლიოში საოცნებო საქმიანობებს შორის პირველია, რომელსაც გლობალურად, წელიწადში 1.3 მილიონზე მეტი ძიება აქვს. ჩამონათვალში, მეორე ადგილზეა „უძრავი ქონების აგენტი“.

საძიებო სიტყვებით „როგორ გავხდეთ … (პროფესიის დასახელება)“ 2025 წელს ყველაზე ხშირად მსოფლიოში ადამიანების მიერ მოძიებული საქმიანობების ტოპ ათეული ასეთია: 1. პილოტი. 2. უძრავი ქონების აგენტი. 3. პროგრამისტი. 4. ნოტარიუსი. 5. ბორტგამცილებელი. 6. ტურისტული აგენტი. 7. მონაცემთა მეცნიერი. 8. მოსამართლე. 9. თერაპევტი. 10. დეტექტივი.

„ჩვენი კვლევის მონაცემების თანახმად, უძრავი ქონების აგენტის პროფესია ადამიანების უმეტესობის სასურველი საქმიანობაა, რადგანაც მეორე ადგილზეა მსოფლიოში“, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში უძრავი ქონების აგენტის საშუალო შემოსავალი დაახლოებით 25,000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა შემოსავალი შეიძლება განსხვავდებოდეს მომგებიანი ქონების გაყიდვიდან მიღებული საკომისიოს მიხედვით. ამ პროფესიისადმი ინტერესი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა  უძრავი ქონების თემაზე ტელეგადაცემების პოპულარობის გამო. მაგალითად, 2019 წელს Netflix-ის შოუს „Selling Sunset“ დებიუტის შემდეგ, სადაც ნაჩვენებია ძვირადღირებული უძრავი ქონების მომხიბვლელი მხარეები, უძრავი ქონების სფეროში კარიერაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

ამავე კვლევის თანახმად, საძიებო სისტემის ანალიზის მიხედვით „უძრავი ქონების აგენტი“ სასურველ საქმიანობებს შორის პირველ ადგილზეა – აშშ-ში – ეს საქმიანობა ერთ წელიწადში 594 000-ჯერ დაფიქსირდა საძიებო სისტემაში. გამოცემა Forbes სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ში უძრავი ქონების აგენტის წლიური შემოსავალი $150,000  დოლარია. კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების აგენტის პროფესია პირველ ადგილზეა ასევე კანადაში, დანიაში, გრენლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში.

ზოგადად, სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ქვეყნების კულტურა, შიდა რეგულაციები, შემოსავალი, ბავშვობის პერიოდში მიღებული ემოციები და რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით ნაკარნახევი ტენდენციები.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა მრავალი ახალი საქმიანობა გააჩინა, თუმცა ადამიანების მიერ სხვადასხვა მომსახურების უშუალოდ განხორციელება აქტუალობას კი არ კარგავს, პირიქით, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამას კარგად აჩვენებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი. 2025-2030 წლებში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული/მოთხოვნადი პროფესიების მხრივ კვლევა ამბობს, რომ ამ ხუთ წელიწადში კლიენტთან/მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის  საჭიროების მქონე საქმიანობების სრული მოცულობით ზრდა არის მოსალოდნელი. მათ შორის ტოპ ხუთეულშია: ფერმერობა, დისტრიბუცია, სამშენებლო სექტორი, გაყიდვები, კვების ინდუსტრია.

Resume.io-ს კვლევაში თანდართულ რუკაზე საქართველოს მონაცემი არ არის დატანილი, თუმცა ბოლო წლებში აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტებში არჩეულ პროფესიებს თუ გადავხედავთ, პირველ ადგილზე კვლავ სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირებაა. ამის პარალელურად, გლობალური კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მომგებიანი სფეროა თანამედროვე შრომით ბაზარზე. იმ პირობებში, როცა „უძრავი ქონების აგენტი“ მსოფლიოს მასშტაბით სასურველი პროფესიების ტოპ ათეულში მეორე ადგილზეა და რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში ლიდერობს, ცხადია, რომ ეს საქმიანობა მხოლოდ საშუამავლო სერვისი არ არის. ის სწორ პირობებში მაღალი პასუხისმგებლობის პირველ ხაზის პროფესიაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო გარემოს ხარისხს და მოქალაქეთა კეთილდღეობას უშუალოდ უკავშირდება.

თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:

  • მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
  • დაგვირეკეთ: +995 593618181
  • ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო
შეაფასეთ სტატია:

მიმდინარე სტატიები

თეგები