ქართული უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი შემოდის – იტალიური Trussardi-ის სახელი საქართველოში Mira Development-ის პროექტს უკვე ოფიციალურად დაუკავშირდა.
Trussardi Residences-ის გაყიდვები მიმდინარე წლის 29 იანვარს იწყება. „კედარო ჯგუფი“ Mira Development-თან საქართველოში შემოსვლის დღიდან თანამშრომლობს, შესაბამისად, ჩვენი უძრავი ქონების აგენტები სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან პროექტის ვადების, ფასებისა და სხვა დეტალების შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
„იტალიური ბრენდთან ერთად ცხოვრების ახალი სტანდარტი მკვიდრდება საქართველოში“ – როგორც Mira Development აცხადებს, Trussardi-სთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტით ქართულ ბაზარზე თანამედროვე ბრენდული საცხოვრებელი გარემო შემოაქვთ.
Mira Verde წარმოადგენს 6 000 კვ.მ.-ზე გაშლილ მშვიდ საცხოვრებელ გარემოს თბილისთან ახლოს. ლოკაცია გამოირჩევა სუფთა ჰაერით, გამწვანებით, სადაც მოეწყობა ღია სივრცეები. პროექტი, თბილისის ხედებით, მაქსიმალურად არის მორგებული ადგილობრივ ლანდშაფტს. დაგეგმარება აერთიანებს საფეხმავლო ბილიკებს, მწვანე დერეფნებს და ტერასულ რელიეფს, რაც აქ მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ბუნებასთან სიახლოვით და ამავდროულად, ქალაქთან ახლოს იყვნენ. ამასთან, დახურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება სამედიცინო ცენტრი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სპა, საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და სპორტული მოედნები.
სრულად მოწყობილი Trussardi Residences-ის აპარტამენტები და მდიდრული ვილები შესვლისთანავე საცხოვრებლად მზად არის. ინტერიერში გამოყენებული იქნება Trussardi Casa-ს იტალიური წარმოების ელემენტები, ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პრემიუმ კლასის სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი.
წამყვანი დეველოპერული კომპანია Mira Developments დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დაფუძნებული და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არის: Trussardi, Gianfranco Ferré, Elie Saab. ის პროექტებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, ახორციელებს.
პროექტში ინვესტირებით მესაკუთრეები არა მხოლოდ Trussardi-ის ბრენდის ქვეშ უძრავ ქონებას იძენენ, არამედ უკავშირდებიან იმ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მაღალი დონის საცხოვრებელ კომპლექსებს ახასიათებთ. მსგავსი პროექტები მსოფლიო პრაქტიკაში განიხილება, როგორც პრემიუმ და საკოლექციო უძრავი ქონება, რომლის ღირებულებას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბრენდის რეპუტაცია კიდევ უფრო ზრდის.
ასევე წაიკითხეთ: დუბაის წამყვანი კომპანია Mira Developments თბილისში პრემიუმ პროექტით შემოდის
გლობალური ბრენდები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
ავტორი: ლიკა კასრაძე.
თუ გსურთ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება, „კედარო ჯგუფი“ მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია:
- მოგვწერეთ: Email – Kedarogroup@gmail.com
- დაგვირეკეთ: +995 593618181
- ან გვესტუმრეთ: გ.ათონელის ქუჩა 18/22, 0105, თბილისი, საქართველო




