უკვე ცნობილია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიები Emaar Properties და Eagle Hills საქართველოში, თბილისსა და გონიოს მახლობლად მასშტაბური პროექტის – Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებში ქვეყანაში 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილ ერთჯერად ინვესტიციად შეფასდა და დაგეგმილი სამუშაოები არა მხოლოდ უძრავი ქონების, არამედ ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მეგაპროექტებს ითვალისწინებს.
Eagle Hills არის კერძო საერთაშორისო დეველოპერი, რომელიც Emaar Properties-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა დააარსა. მას 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების ინდუსტრიაში. მოჰამედ ალაბარის ხელმძღვანელობით, პროექტები შემუშავდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, თურქეთში, სერბეთში, საუდის არაბეთში, მაროკოში, ლიბანში, ეგვიპტეში, ინდოეთში, პაკისტანში, ბაჰრეინში, ალბანეთში, ლატვიასა და ეთიოპიაში, რაც მოიცავს სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებს, დასასვენებელ სივრცეებსა და საცხოვრებელ სახლებს. Eagle Hills-ის ვებგვერდის თანახმად, საუბარია ჰოლდინგის ქვეშ განხორციელებულ 90-ზე მეტ სასტუმროსა და საკურორტო ზონაზე, 17 სავაჭრო ცენტრსა და 120 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლზე.
შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც Emaar-მა 1990-იანი წლების ბოლოდან დუბაის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო, დუბაის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა – 1997 წელს 1.8 მილიონი, 2024 წელს კი 18 მილიონზე მეტი. Emaar-ის ღირსშესანიშნაობები – კერძოდ, ბურჯ ხალიფა და დუბაი მოლი – ქალაქის მთავარი ტურისტული სანახაობებია. მხოლოდ დუბაი მოლი ამჟამად წელიწადში 100 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს (2023 წელს 105 მილიონი) და თითქმის ყველა ტურისტისთვის აუცილებელ სანახაობად ითვლება.
Emaar Properties-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანიის წმინდა აქტივები 48.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების არის (2023 წლის შეფასებით). კომპანიის ანგარიშგების თანახმად, მათმა შემოსავალმა 2024 წელს 9.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა, მთლიანმა მოგებამ კი 5.5 მილიარდი აშშ დოლარი. Emaar-ის განცხადებით, მათი უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ ნახევარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და 40.6 მილიარდ დირჰამს (AED) (11 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც განპირობებულია 2025 წელს 25 ახალი პროექტის ჩაშვებით. რაც შეეხება შეკვეთების პორტფელს, ის 117.7 მილიარდ დირჰამამდე (AED) (US$ 32 მილიარდი) გაიზარდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59%-ით მეტია. Emaar Development-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 10 მილიარდი AED (2.7 მილიარდი აშშ დოლარი) შემოსავალი დააფიქსირა, რაც 35%-ით მეტია 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით. კომპანიის შემოსავლები 2025 წლის პირველ ნახევარში 10 მილიარდი დირჰამი AED (2.7 მილიარდი აშშ დოლარი) იყო, რაც 35%-ით მეტია 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
უშუალოდ Eagle Hills-ის პროექტები, საქართველოს გარდა, წარმოდგენილია ლატვიაში, ხორვატიაში, სერბეთში, ალბანეთში, ბაჰრეინში, ეთიოპიაში,იორდანიაში, მაროკოში, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
Eagle Hills ამბობს, რომ მათი მიდგომა ასეთია: „ნამდვილი პროგრესი პატივს უნდა სცემდეს როგორც ხალხს, ისე ადგილს“. ეს მიდგომა კი გამოიხატება საქართველოში ორივე ლოკაციაზე ენერგო-ეფექტური ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი სისტემების მოწყობით და გარემოს დაცვით. განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება შავი ზღვის სანაპიროზე ბუნების მკვიდრთა და გადამფრენი ფრინველების ნაკრძალთა დაცვაზე. თბილისის პროექტში გათვალისწინებულია 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე სივრცის მოწყობა, სადაც არქიტექტურა და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
Eagle Hills-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თბილისისა და გონიოს პროექტები საქართველოს მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ის წელიწადში 350,000-ზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს, ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებას შეუწყობს ხელს, 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს და 30,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის სამშენებლო, ვაჭრობის, სასტუმროებისა და გართობის ინდუსტრიების მიმართულებით. კედარო ჯგუფი Eagle Hills-თან უკვე აქტიურად თანამშრომლობს.




